სასწავლო პროგრამა და აღწერა
ეს კურსი გაძლევთ პულმონოლოგიის სისტემურ და კლინიკურად გამოყენებად ცოდნას: პათოფიზიოლოგიიდან დიაგნოსტიკურ მიდგომამდე და მკურნალობის მიმდინარე საერთაშორისო რეკომენდაციებამდე.
კურსი ეფუძნება Harrison’s Principles of Internal Medicine-ს და მოქმედ საერთაშორისო გაიდლაინებს — GINA, GOLD და IDSA. თითოეული ლექცია აგებულია ისე, რომ თეორიული მასალა პირდაპირ დაუკავშირდეს კლინიკურ გადაწყვეტილებას.
ვისთვის არის კურსი
მედიცინის სტუდენტებისთვის, რომლებიც კლინიკურ საფეხურზე არიან
რეზიდენტებისთვის — შინაგანი მედიცინა, ოჯახის ექიმი, პულმონოლოგია, გადაუდებელი მედიცინა
ახალგაზრდა ექიმებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის განახლება მოქმედი გაიდლაინების მიხედვით
სალიცენზიო და საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადებისას
რას მიიღებთ
პულმონოლოგიური ფარმაკოლოგიის სრული მიმოხილვა — პრეპარატების ჯგუფები, მოქმედების მექანიზმი და კლინიკური გამოყენება
სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე პაციენტთან მიდგომის მკაფიო ალგორითმი
დიაგნოსტიკური კვლევების სწორი შერჩევა და ინტერპრეტაცია
11 ძირითადი ნოზოლოგიის დეტალური განხილვა მოქმედი გაიდლაინების მიხედვით
3 დამატებითი ლექცია თემებზე, რომლებსაც თავად ჯგუფი აირჩევს
ყველა ლექციის ჩანაწერი
ყველა სესიას უძღვებიან მოქმედი ექიმები და მოწვეული ლექტორები სამედიცინო უნივერსიტეტებში. პროგრამის ფორმატი და საბოლოო განრიგი ზუსტდება კონსულტაციაზე.
