სამედიცინო პროფესიონალები

გადადი ახალ ეტაპზე მედიცინაში NSEFA-თან ერთად

NSEFA გთავაზობთ სამედიცინო კურსებს როგორც სტუდენტებსა და რეზიდენტებს, ასევე პრაქტიკოს ექიმებს. ჩვენი პროგრამები უზრუნველყოფს სისტემურ სწავლებას, ეფექტური სასწავლო სტრატეგიებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდების საშუალებით.

ორენოვანი სწავლებაამერიკულ გამოცდებზე ფოკუსიმენტორული მხარდაჭერა

პოპულარული კურსები

კურსები

ჩვენი პროგრამები აპრობირებული ამერიკული სამედიცინო უნივერსიტეტების მიხედვით არის შექმნილი და ეხმარება ყველა სამედიცინო სფეროში მყოფ ადამიანს ინდივიდუალურად მორგებული კურსებით. ყველა კურსს წარუძღვება იმავე სფეროში მოღვაწე ექიმი რეზიდენტი, რომელიც არის მოწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტებში. აირჩიე ის კურსი, რომელიც შეესაბამება შენს მომავალ მიზნებს

კარდიოლოგიის კურსი

პროგრამა

კარდიოლოგიის კურსი

ამ კურსზე შეგასწავლით კარდიოლოგიას, რომელიც მოიცავს როგორც პრეკლინიკურ, ასევე კლინიკურ მასალას. სასწავლო მასალები არის ინგლისურ ენაზე, ამერიკული სისტემის მიერ აპრობირებული სამედიცინო წიგნებიდან და პლათფორმებიდან. კურსი მოიცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ემბრიოლგოიას, ანატომიას, ჰისტოლოგიას, ფიზიოლოგიას, პათოლოგიას, ფარმაკოლოგიას. სურვილის შემთხვევაში ემატება კონკრეტული დაავადებების განხილვა მათი შესაბამისი გაიდლაინებით კლინიცისტებისთვის.

პროგრამის ფორმატი და საბოლოო ღირებულება კონსულტაციაზე ზუსტდება.

CTA

პროგრამა

ენდოკრინოლოგიის კურსი

ეს კურსი მოიცავს ენდოკრინოლოგიის სიღრმისეულ შესწავლას, განსაკუთრებული აქცენტი იქნება ფუნდამენტური ცოდნისა და მის კლინიკური პრაქტიკის ინტეგრაციაზე. სასწავლო მასალები წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე და შერჩეულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ამერიკული სამედიცინო ლიტერატურისა და საგანმანათლებლო პლათფორმებზე დაყრდნობით. სურვილის შემთხვევაში ემატება კონკრეტული დაავადებების განხილვა მათი შესაბამისი გაიდლაინებით კლინიცისტებისთვის. კურსი სრულად ფარავს ენდოკრინულ სისტემას, მათ შორის ემბრიოლგოიას, ანატომიას, ჰისტოლოგიას, ფიზიოლოგიას, ბიოქიმიას, პათოლოგიას, ფარმაკოლოგიას.

პროგრამის ფორმატი და საბოლოო ღირებულება კონსულტაციაზე ზუსტდება.

ნევროლოგიის კურსი

პროგრამა

ნევროლოგიის კურსი

ეს კურსი მოიცავს ნევროლოგიის კომპლექსური საკითხების დეტალურად განხილვას, დააკავშირებთ საბაზისო ცოდნას კლინიკურ პრაქტიკასთან. ნსეფა-ს კურსები კორელაციაში მოდის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტების სტანდარტებთან და კურიკულუმები მკაცრად არის განსაზღვრული ფართოდ აღიარებული წიგნების მიხედვით. ეს კურსი გთავაზობთ ნეიროემბრიოლოგიის, ნეიროანატომიისა და პათოლოგიის სრულად გავლას. სურვილის შემთხვევაში ემატება კონკრეტული დაავადებების განხილვა მათი შესაბამისი გაიდლაინებით კლინიცისტებისთვის.

პროგრამის ფორმატი და საბოლოო ღირებულება კონსულტაციაზე ზუსტდება.

მეთოდოლოგია

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი

ლექციები მიმდინარეობს საშუალოდ 2 საათი, არის ინტერაქციული და პატარა ჯგუფები, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა სტუდენტმა მიიღოს მისი წილი ყურადღება და ინდივიდუალიზაცია მოხდეს სწავლების მეთოდების. NSEFA-თვის ხარისხი პრიორიტეტია

01

შეფასება

სწავლა იწყება სტრუქტურირებული შეფასებით, რომლის მიზანია აღმოვაჩინოთ თითოეული სტუდენტის ცოდნაში ხარვეზები, ძლიერი მხარეები და ამის მიხედვით მოხდეს სასწავლო მატერიისა თუ მეთოდოლოგიის განსაზღვრა

02

სტრუქტურირებული სწავლება

NSEFA-ში სტუდენტები სწავლობენ სისტემურად ორგანიზებულ პროგრამაზე, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის გააზრებასა და კლინიკური აზროვნების განვითარებას

03

გაზომვადი პროგრესი

სტუდენტების პროგრესი მუდმივად ფასდება უკუკავშირის საშუალებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანმიმდევრული განვითარება და ცოდნის გაღრმავება

უპირატესობა

რატომ ჩვენ

ჩვენ ვნერგავთ სტრუქტურას, დისციპლინაზე დაფუძნებულ სწავლებას, ვეხმარებით სტუდენტებს ყველა ეტაპზე

სტრუქტურა

სწავლების სისტემა მკაფიოდ არის განსაზღვრული, ჩვენ გთავაზობთ კურსებს საწყისი საბაზისო კურსებიდან სიღრმისებულ კლინიკურ ცოდნამდე

ორენოვანი

სწავლება არის როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე

დისციპლინა

კლინიკური აზროვნება მოდის მუდმივი ვარჯიშის შედეგად, ამიტომ ჩვენს სალექციო მასალში ინტეგრირებულია პბლ-ის (პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება) სესიები

მენტორები

ჩვენი ტუტორები მუდმივად ხაზზე არიან დასახმარებლად, კურსებს ასწავლიან იმავე სფეროს წარმომადგენელი რეზიდენტ-ექიმები

USMLE მომზადების რეალური ნაბიჯები

ნახეთ, როგორ ვაწყობთ კვირეულ სასწავლო პროცესს გამოცდისთვის

საინტერესო გამოწვევები ნსეფაში

NSEFA გაძლევს შესაძლებლობას ხალისიანი და საინტერესო აქტივობებით გაიმდიდრო სასწავლო პროცესი.

აკადემია

ჩვენ შესახებ

NSEFA არის სამედიცინო განათლების აკადემია, რომელიც დაფუძნებულია ნინო სორდიას მიერ, რეზიდენტ-ექიმი კარდიოლოგი. აკადემია ორიენტირებულია სტრუქტურირებულ და ხარისხიან განათლებაზე, სადაც მთავარი პრინციპია სწავლების ხარისხი იყოს უმაღლესი და სტუდენტებმა შესძლონ დეტალურად იმ მექანიზმების გაგება, რაც მათთვის რთულად წარმოსადგენია.

ჩვენ მუშაობთ როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ასევე მედიცინის სტუდენტებთან, რეზიდენტებთან და პრაქტიკოს ექიმებთან. NSEFA გთავაზობთ ორენოვან, მენტორზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც შექმნილია საერთაშრისო სამედიცინო რესურსებისა და თანამედროვე აკადემიური სტანდარტების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია სტუდენტებს შევუქმნათ გარემო, სადაც შეძლებენ არა მხოლოდ გამოცდებისთვის მომზადებას, არამედ მედიცინის საფუძვლიანი და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნის მიღებას.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინდივიდუალურ მიდგომას, სისტემურ სწავლებასა და პროფესიულ განვითარებას.

სტრუქტურირებული სწავლება საერთაშორისო სამედიცინო რესურსებისა და თანამედროვე სასწავლო მეთოდების საფუძვლებზე

ლექციები ორიენტირებულია მექანიზმების გაგება-გააზრებაზე, კლინიკურ აზროვნებასა და ტესტური ჩვევების ჩამოყალიბებაზე

მცირე ჯგუფები სტუდენტებს აძლევს მენტორთან უშუალო კომუნიკაციის, ინტერაქციული განხილვებისა და ინდივიდუალური აკადემიური მხარდაჭერის შესაძლებლობას

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

საწყისი FAQ ბლოკი. ტექსტი მომავალში მარტივად რედაქტირდება.

ვისთვის არის ეს აკადემია?

აკადემია განკუთვნილია სამედიცინო სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და ექიმებისთვის, რომლებიც ამერიკულ გამოცდებზე ემზადებიან, სკოლის მოსწავლეებითვის, რომლებიც სამედიცინოზე აბარებენ

რა კურსები გაქვთ?

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ კურსებს:

იხილეთ კურსების გვერდი დეტალებისთვის: კურსები

სტომატოლოგებმაც შეიძლება გაიარონ სამედიცინო ინგლისურის კურსი?

კი, ჩვენი კურსი განკუთვნილია როგორც სტომატოლოგებისთვის, ასევე სამედიცინო სფეროში მომუშავე ნებისმიერი ადამიანისთვის

როგორ დაგიკავშირდეთ?

იხილეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმა, ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელებში, ან დაგვიკავშირდით პირდაპირ ტელეფონის ნომერზე: +995 599-77-29-85

კონტაქტი

კონტაქტი

დაგვიკავშირდით კურსების დეტალებზე, ვებინარის სიახლეებზე და რეგისტრაციაზე.

მოგვწერეთ შეტყობინება

სავალდებულო ველები: სახელი, ტელეფონი, ელ-ფოსტა და შეტყობინება.