აკადემია

ჩვენ შესახებ

NSEFA არის სამედიცინო განათლების აკადემია, რომელიც დაფუძნებულია ნინო სორდიას მიერ, რეზიდენტ-ექიმი კარდიოლოგი. აკადემია ორიენტირებულია სტრუქტურირებულ და ხარისხიან განათლებაზე, სადაც მთავარი პრინციპია სწავლების ხარისხი იყოს უმაღლესი და სტუდენტებმა შესძლონ დეტალურად იმ მექანიზმების გაგება, რაც მათთვის რთულად წარმოსადგენია.

ჩვენ მუშაობთ როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ასევე მედიცინის სტუდენტებთან, რეზიდენტებთან და პრაქტიკოს ექიმებთან. NSEFA გთავაზობთ ორენოვან, მენტორზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც შექმნილია საერთაშრისო სამედიცინო რესურსებისა და თანამედროვე აკადემიური სტანდარტების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია სტუდენტებს შევუქმნათ გარემო, სადაც შეძლებენ არა მხოლოდ გამოცდებისთვის მომზადებას, არამედ მედიცინის საფუძვლიანი და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნის მიღებას.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინდივიდუალურ მიდგომას, სისტემურ სწავლებასა და პროფესიულ განვითარებას.

სტრუქტურირებული სწავლება საერთაშორისო სამედიცინო რესურსებისა და თანამედროვე სასწავლო მეთოდების საფუძვლებზე

ლექციები ორიენტირებულია მექანიზმების გაგება-გააზრებაზე, კლინიკურ აზროვნებასა და ტესტური ჩვევების ჩამოყალიბებაზე

მცირე ჯგუფები სტუდენტებს აძლევს მენტორთან უშუალო კომუნიკაციის, ინტერაქციული განხილვებისა და ინდივიდუალური აკადემიური მხარდაჭერის შესაძლებლობას

გსურთ შემდეგი ნაბიჯის მკაფიო დაგეგმვა?

თუ გამოცდისთვის მომზადებაში გჭირდებათ მკაფიო და მხარდამჭერი გზა, ჩვენი გუნდი მზად არის დასახმარებლად.

ჩვენ შესახებ | NSEFA