ყველა კურსი
პროგრამამიღება ღიაა

კლინიკური ფსიქიატრია

კლინიკური ფსიქიატრია — 17 სესია კურსთან ტანდემში მუშაობს ფსიქოლოგიის კურსი - იდენტური 17 სესია იდენტური 200 ლარი ღირებულებით; ორივე კურსის გავლის შემთხვევაში მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება და ფაქტიურად ფსიქოლოგიის კურსს გადიხართ 140 ლარად; ჯამური ფსიქიატრიის და ფსიქოლოგიის კურსი 400 ლარის ნაცვლად, 340 ლარად; სრული კურსი მოზრდილთა ფსიქიატრიაში, აგებული მოქმედ გაიდლაინებზე და არა ლექციის ჩანაწერებზე. თითოეული სესია მიბმულია კონკრეტულ წყაროზე — NICE, BAP, WFSBP, EPA და ICD-11 — ხოლო დანიშნულებები ისწავლება Maudsley-ის მიხედვით. კურსი იწყება ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებით, ერთადერთი „ობიექტური გასინჯვით“, რომელიც ფსიქიატრიას აქვს, და სრულდება იმ მწვავე მდგომარეობებით, რომლებიც ლეტალურია. საცნობარო სახელმძღვანელოები: Shorter Oxford Textbook of Psychiatry, The Maudsley Prescribing Guidelines, Kaplan & Sadock’s Comprehensive Textbook of Psychiatry.

ვისთვის:სამედიცინო სტუდენტები, რეზიდენტები, ლიცენზირებული ექიმები2 თვე - 17 სესია
თვიური ღირებულება:200 GEL240 GEL
2020 06 02 Psych Cartoons Dislikes Banner

სასწავლო პროგრამა და აღწერა

კლინიკური შინაარსი

შეფასება და დიაგნოსტიკა. ფსიქიატრიული გასაუბრება. ფსიქიკური მდგომარეობის სრული შეფასება. კოლატერალური ანამნეზი. რისკი როგორც ყოველი შეფასების ნაწილი. ფსიქიატრიული დიაგნოსტიკის პრინციპები და ICD-11-ის სტრუქტურა.

ფსიქოზური აშლილობები. ფსიქოზი როგორც სინდრომი და მისი დიფერენციალი. შიზოფრენია — პოზიტიური, ნეგატიური და კოგნიტური სიმპტომები, პირველი ფსიქოზური ეპიზოდი, უმკურნალო ფსიქოზის ხანგრძლივობა, პროდრომი. ანტიფსიქოტიკების ფარმაკოლოგია: ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენები, მეტაბოლური სინდრომი, ჰიპერპროლაქტინემია, QT-ის გახანგრძლივება, ხანგრძლივი მოქმედების ინექციები. რეზისტენტობა და კლოზაპინი. შიზოაფექტური აშლილობა, ბოდვითი აშლილობა, შიზოტიპური პიროვნული აშლილობა.

განწყობის აშლილობები. განწყობის ეპიზოდები. დიდი დეპრესიული აშლილობა — სიმძიმის შეფასება, მელანქოლიური, ატიპური და ფსიქოზური ქვეტიპები, დეპრესია სომატური დაავადების ფონზე. ანტიდეპრესანტების კლასები, მოხსნის სინდრომი, ჰიპონატრიემია, მკურნალობის ხანგრძლივობა. ბიპოლარული I და II, მანია და ჰიპომანია, შერეული ნიშნები, ანტიდეპრესანტით გამოწვეული გადართვა, მწვავე მანია, განწყობის სტაბილიზატორები და ლითიუმის მონიტორინგი.

შფოთვითი, ობსესიური და ტრავმული აშლილობები. შფოთვა როგორც სინდრომი და მისი ორგანული დიფერენციალი. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, პანიკური აშლილობა და პანიკის ციკლი, აგორაფობია, სპეციფიკური და სოციალური ფობიები. ბენზოდიაზეპინები და დამოკიდებულება. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ინსაითი OCD-ში, სხეულის დისმორფიული აშლილობა, დაგროვების აშლილობა, ტრიქოტილომანია, ექსპოზიცია და რეაქციის პრევენცია. PTSD, კომპლექსური PTSD, მწვავე სტრესული რეაქცია, ადაპტაციის აშლილობა, ტრავმაზე ფოკუსირებული CBT და EMDR.

დისოციაციური აშლილობები. დისოციაცია როგორც უწყვეტობა. დეპერსონალიზაციის/დერეალიზაციის აშლილობა, დისოციაციური ამნეზია, დისოციაციური ფუგა, დისოციაციური იდენტობის აშლილობა და დიფერენციული დიაგნოზი.

პიროვნული, კვებითი და ძილის აშლილობები. ICD-11-ის დიმენსიური მოდელი — სიმძიმე და ნიშან-თვისებების დომენები — ბორდერლაინ პატერნი, ანტისოციალური პიროვნული აშლილობა, დიალექტიკური ქცევითი თერაპია და მენტალიზაციაზე დაფუძნებული თერაპია. ნერვული ანორექსია, ნერვული ბულიმია, კომპულსიური გადაჭარბებული კვება, ARFID, შიმშილის სომატური გართულებები და refeeding სინდრომი. უძილობა და CBT-I, ჰიპნოტიკები, ობსტრუქციული ძილის აპნოე, ნარკოლეფსია, ცირკადული რითმის აშლილობები, პარასომნიები.

ნივთიერებათა მოხმარება. სარისკო, მავნე და დამოკიდებული მოხმარება. ალკოჰოლური აღკვეთა, დელირიუმ ტრემენსი, ვერნიკეს ენცეფალოპათია, კორსაკოვის სინდრომი, რეციდივის პრევენცია. ოპიოიდური დამოკიდებულება, მეთადონი და ბუპრენორფინი, ნალოქსონი. სტიმულატორული ფსიქოზი, კანაფი, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ორმაგი დიაგნოზი და ზიანის შემცირება.

ნეიროკოგნიტური აშლილობები. ჰიპოაქტიური და ჰიპერაქტიური დელირიუმი. დელირიუმის, დემენციისა და დეპრესიის სამკუთხედი. ალცჰაიმერის დაავადება, სისხლძარღვოვანი, ლუის სხეულაკების და ფრონტოტემპორალური დემენცია. ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები და მემანტინი. დემენციის ქცევითი და ფსიქოლოგიური სიმპტომები.

რისკი და მწვავე მდგომარეობები. სუიციდის რისკ-ფაქტორები და სტრატიფიკაციის ინსტრუმენტების შეზღუდვები. იდეაცია, განზრახვა და გეგმა. თვითდაზიანება, საშუალებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, უსაფრთხოების გეგმა, გაწერის შემდგომი რისკი, დოკუმენტირება. მწვავე აგზნება და დე-ესკალაცია. კატატონია და ლორაზეპამის ტესტი. ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი, სეროტონინული სინდრომი, ლითიუმის ტოქსიკურობა, მწვავე დისტონია. პერინატალური დეპრესია, მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი, დანიშნულებები ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

ყველა სესიას უძღვებიან მოქმედი ექიმები და მოწვეული ლექტორები სამედიცინო უნივერსიტეტებში. პროგრამის ფორმატი და საბოლოო განრიგი ზუსტდება კონსულტაციაზე.

რეგისტრაცია კურსზე

შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ადგილის დასაჯავშნად.

თვიური ღირებულება
200 GEL240 GEL

შესაძლებელია გადახდა საბანკო გადარიცხვით, ბარათით (BOG) ან ნაწილ-ნაწილ განვადებით. ოფიციალური რეკვიზიტები და ინსტრუქცია გადმოგეცემათ რეგისტრაციის შემდეგ.

გაქვთ შეკითხვები ამ კურსის სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით?

ჩვენი აკადემიური კოორდინატორები მზად არიან დაგეხმარონ პროგრამის შერჩევასა და განრიგის დაგეგმვაში.

ადმინისტრაციასთან დაკავშირება