ყველა კურსი
პროგრამამიღება ღიაა

ეკგ კურსი

კლინიკური ელექტროკარდიოგრაფია — 12 ლექცია კურსს წარუძღვებიან ექიმი კარდიოლოგები - თინათინ დარბაიძე, MD და ნინო ცირეკიძე, MD; ეკგ-ის სისტემური ინტერპრეტაცია რეზიდენტებისა და პრაქტიკოსი ექიმებისთვის. 12-განხრიანი ეკგ-ის საფუძვლებიდან და გამეორებადი წაკითხვის ალგორითმიდან — რიტმის ყველა ძირითად დარღვევამდე, მწვავე კორონარულ სინდრომებამდე, იშემიის მიმბაძველ მდგომარეობებამდე და ჰემოდინამიკურად არასტაბილური პაციენტის ეკგ-მდე.

ვისთვის:ლიცენზირებული ექიმები, რეზიდენტები, სამედიცინო სტუდენტები12 სესია - 1.5 თვე
თვიური ღირებულება:200 GEL250 GEL
Ecg Brugada Syndrome Type 1 2

სასწავლო პროგრამა და აღწერა

  1. საფუძვლები და სისტემური ინტერპრეტაცია — 12-განხრიანი ეკგ, ელექტროდების განლაგება, კალიბრაცია, სიხშირე და რიტმი, ელექტრული ღერძი, PR, QRS და QT/QTc ინტერვალები, ინტერპრეტაციის ალგორითმი
  2. კამერების ჰიპერტროფია, დილატაცია და ფილტვის ემბოლია — წინაგულების დილატაცია, მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია, მარჯვენა პარკუჭის გადატვირთვა, ფილტვის ემბოლიის ეკგ და მისი დიაგნოსტიკური შეზღუდვები
  3. ბრადიარითმიები I — სინუსური კვანძის დისფუნქცია — სინუსური ბრადიკარდია, სინუსური არითმია, სინუსური პაუზა და არესტი, სინოაურიკულური ბლოკადა
  4. ბრადიარითმიები II — AV და ინტრავენტრიკულური გამტარებლობა — I, II და III ხარისხის AV ბლოკადა, Mobitz I და II, მაღალი ხარისხის ბლოკადა, მარჯვენა და მარცხენა ფეხის ბლოკადა, ფასციკულური და ბიფასციკულური ბლოკადები
  5. პარკუჭოვანი არითმიები — პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, მონომორფული და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭთა ფიბრილაცია, torsades de pointes
  6. სუპრავენტრიკულური ტაქიარითმიები I — წინაგულოვანი არითმიები — წინაგულთა ფიბრილაცია, წინაგულთა თრთოლვა, წინაგულოვანი ტაქიკარდია, რეგულარობისა და AV გამტარებლობის შეფასება
  7. სუპრავენტრიკულური ტაქიარითმიები II — პაროქსიზმული ტაქიკარდიები — AVNRT, AVRT, რეგულარული ვიწრო QRS ტაქიკარდიები, პრეექსციტაცია და WPW
  8. ფართო QRS ტაქიკარდია და პეისმეიკერის ეკგ — პარკუჭოვანი ტაქიკარდია და აბერანტული გამტარებლობით მიმდინარე SVT, შეფასების ალგორითმები, წინაგულოვანი და პარკუჭოვანი სტიმულაცია, capture-ისა და sensing-ის დარღვევები
  9. მწვავე კორონარული სინდრომი I — STEMI და NSTEMI, ინფარქტის ლოკალიზაცია, ST სეგმენტისა და T ტალღის დინამიკა, სერიული ეკგ
  10. მწვავე კორონარული სინდრომი II — უკანა კედლისა და მარჯვენა პარკუჭის ინფარქტი, STEMI-ის ეკვივალენტები, მაღალი რისკის პატერნები
  11. იშემიის მიმბაძველი მდგომარეობები — პერიკარდიტი, მიოკარდიტი, ადრეული რეპოლარიზაცია, Takotsubo და სხვა არაიშემიური ST–T ცვლილებები
  12. ელექტროლიტები, QT და ეკგ გადაუდებელ მედიცინაში — ჰიპერ- და ჰიპოკალიემია, კალციუმისა და მაგნიუმის დარღვევები, QT-ის გახანგრძლივება და შემოკლება, წამლისმიერი ცვლილებები, არასტაბილური არითმიები, რეანიმაციული რიტმები, დეფიბრილაციისა და სინქრონიზებული კარდიოვერსიის საჭიროების ამოცნობა

ყველა სესიას უძღვებიან მოქმედი ექიმები და მოწვეული ლექტორები სამედიცინო უნივერსიტეტებში. პროგრამის ფორმატი და საბოლოო განრიგი ზუსტდება კონსულტაციაზე.

რეგისტრაცია კურსზე

შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ადგილის დასაჯავშნად.

თვიური ღირებულება
200 GEL250 GEL

შესაძლებელია გადახდა საბანკო გადარიცხვით, ბარათით (BOG) ან ნაწილ-ნაწილ განვადებით. ოფიციალური რეკვიზიტები და ინსტრუქცია გადმოგეცემათ რეგისტრაციის შემდეგ.

გაქვთ შეკითხვები ამ კურსის სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით?

ჩვენი აკადემიური კოორდინატორები მზად არიან დაგეხმარონ პროგრამის შერჩევასა და განრიგის დაგეგმვაში.

ადმინისტრაციასთან დაკავშირება