სტატიები

„ადამიანური ურთიერთობები და მისი ფარმაკოლოგია”🧬

გამოქვეყნების თარიღი: 16.5.2026ავტორი: Khatia Gvaramadzeსტატუსი: გამოქვეყნებული
FacebookXLinkedIn
Img 8719

„ადამიანური ურთიერთობები და მისი ფარმაკოლოგია” 


ჯერ კიდევ ძვ.წ. V საუკუნეში “მედიცინის მამად” წოდებული  ჰიპოკრატე თვლიდან - გარდა იმისა ,რომ ექიმმა სწორი დიაგნოზი უნდა დასვას და მკურნალობაც შესაბამისად სწორი მიმართულებით უნდა წარმართოს ,იგი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მკურნალობის პროცესში - “სიტყვას”.


ჩვენ ვიცით რომ მედიცინაში ასებობს უამრავი ფარმაკოლოგიური ნივთიერება, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებენ და იწვევენ სხვადასხვა ფიზიოლოგიურ ეფექტს. 

თუმცა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ისეთი „უხილავი საშუალებებიც“, რომლებიც წამლები არ არის, მაგრამ მათი ზემოქმედება ხშირად არანაკლებ ძლიერია. ასეთ ძალას წარმოადგენს ადამიანური ურთიერთობები და სიტყვები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.


სიტყვას შეუძლია ადამიანის შინაგან სამყაროზე ძლიერი გავლენის მოხდენა. დაუფიქრებლად ნათქვამმა ფრაზამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, იმედგაცრუება და გულში ბზარის გაჩენა. ხშირად ეს ტკივილი ისეთია, რომელსაც ვერც ერთი ფარმაკოლოგიური პრეპარატი ვერ კურნავს. სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სიტყვებიც გარკვეულწილად „პათოლოგიური აგენტების“ როლს თამაშობენ, როდესაც მათ დაუდევრად ვიყენებთ.


თუმცა იმავე  „ადამიანურ ლექსიკონში“, სადაც ტკივილის მომტანი სიტყვებია, არსებობს სიტყვებიც, რომლებიც ადამიანს ამშვიდებს და იმედს უბრუნებს. კეთილი სიტყვა, თანაგრძნობა, სითბო, ჩახუტება, ღიმილი და სიყვარული ხშირად იქცევა იმ ძალად, რომელიც ადამიანის გულს ამშვიდებს და მას შინაგან სიმტკიცეს აძლევს. ასეთ შემთხვევაში სიტყვები უკვე არა ტკივილის გამომწვევი, არამედ მკურნალობის საშუალება ხდება.


ადამიანურ ურთიერთობებს სწორედ აქედან ეწყება თავისი განსაკუთრებული „ფარმაკოლოგია“. თითოეული სიტყვა და თითოეული ემოცია მოქმედებს ადამიანის გულსა და გონებაზე - ზოგჯერ როგორც ტკივილის გამომწვევი ფაქტორი, ზოგჯერ კი როგორც კეთილი, მაგრამ ძლიერი წამალი.


ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი „რეცეპტი“, რომელიც ცხოვრებაში შეგვიძლია ერთმანეთს მივცეთ, არის სიფრთხილით შერჩეული სიტყვა, სითბოთი ნათქვამი ფრაზა და გულწრფელი სიყვარული. როდესაც ადამიანი სწავლობს სიკეთის თესვას, სხვისი გულის გაფრთხილებას და სიყვარულით ურთიერთობას, სწორედ მაშინ იწყებს მოქმედებას ის ყველაზე ძლიერი „მედიკამენტი“, რომელსაც ადამიანურობა ჰქვია - წამალი, რომელიც გულებს კურნავს და სულებს იმედით ავსებს. 

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარისთვის საჭიროა შესვლა

დისკუსიაში ჩასართავად გამოიყენეთ Google-ით შესვლა.